ტიტო ვილანოვა ”ბარსელონაში” დარჩება!
”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ ჯანმრთელობა გუნდის მართვაში მას ხელს არ უშლის.
”არასდროს არ ვაპირებდი კლუბის დატოვებას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს და ექიმებმა მითხრეს, რომ მუშაობა პირიქით, ჩემთვისვე სასარგებლო იქნება. ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ლა ლიგას მოწინავე პოზიციას, თან საკმაოდ კომფორტულადაც. მიუხედავად, ყველაფრისა რაც მოხდა თავს კარგად ვგრძნობ. გუნდში დროზე ადრე არ დავბრუნდი და ჩემი აზრით, სწორედაც ვქენი. ამ ყველაფერს შეიძლებოდა ცუდი შედეგები მოჰყოლოდა. დღითი დღე უკეთესობისკენ მივდივარ.” - განაცხადა ტიტო ვილანოვამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]