ვან ბიუიტენი: ”შევხედეთ ”ბარსელონას” შემადგენლობას და გავოცდით: ”სად არის ის გენიოსი?”
მიუნხენის ”ბაიერნის” მცველმა, დანიელ ვან ბიუიტენმა განაცხადა, რომ მიუნხენელებს ძალიან გაუკვირდათ, როდესაც კატალონიელების სასტარტო შემადგენლობაში ლეო ვერ დაინახეს.
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონამ” ეგ მატჩი 0-3 წააგო.
”რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიკვირდა. ჩვენ გადავხედეთ ”ბარსელონას” შემადგენლობას და ერთმანეთს ვეკითხებოდით: ”სად არის ის გენიოსი?” ყოველ შემთხვევაში, მესის არყოფნა ამ მატჩში ჩვენ დამატებით მოტივაციას გვაძლევდა.” - განაცხადა ”ბაიერნის” ბელგიელმა მცველმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]