”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი I)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი I)

ფეხბურთის სამყაროში ნებისმიერმა ოდნავ გარკვეულმა ადამიანმაც კი იცის, თუ ვინ არის ნეიმარი? ბევრის აზრით, იგი მსოფლიო ფეხბურთის მომავალია, ბევრის აზრით კი უბრალოდ გაპიარებული მოთამაშე, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატის გარდა სხვაგან ვერსად ვერ ითამაშებს. ასეა, თუ ისე ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი ყიდვა და იგი ცალი ფეხით უკვე კატალონიაშია.

ნეიმარ და სილვა 1992 წლის 5 თებერვალს დაიბადა და 17 წლის ასაკში იგი უკვე ხდება ”სანტოსისა” და ბრაზილიის ჩემპიონატის ვარსკვლავი. პირველივე სეზონში მან 14 გოლის გატანა მოახერხა და სახელი მთელ სამხრეთ ამერიკაში გაითქვა. აი 2010 წელს, როდესაც მან ერთ სეზონში 42-ჯერ შეძლო მეტოქეს კარის აღება მისი სახელი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. საოცარი დრიბლინგი, დაუჯერებელი ტექნიკა, კარგად დამუშავებული მარჯვენა და მარცხენა ფეხი, ულამაზესი გოლები და ა.შ. ეს ყველაფერი ამ ახალგაზრდა ტალანტს ახასიათებს. ერთადერთი უარყოფითი, რაც ნეიმარზე ითქმის ეს არის პიარი. მეც იმ ფეხბურთის გულშემატკივრების რიცხვში შევდივარ ვინც თვლის, რომ ეს ბიჭი ზედმეტად გაპიარებულია, მაგრამ როგორც ოპტიმისტი კულე, ვიმედოვნებ მის ლა ლიგაში გაბრწყინებას. 

http://24.media.tumblr.com/71e51ae5f551aa621f4c1d3651cea6d4/tumblr_ml779dPLiL1qcxcybo1_500.png

რა შეიძლება ითქვას ამ ახალგაზრდას თამაშის სტილზე? პატარა რონალდინიო. მოედანზე ყოფნისას იგი ფიქრობს შედეგზე და ამავდროულად პუბლიკაზე. ღმერთმა ქნას, მანაც ისევე გაამართლოს როგორც თავის დროზე გაუჩომ, მაგრამ ამის იმედი ერთეულებს თუ აქვთ.

მოკლედ, რა შეიძლება ითქვას ნეიმარის ”ბარსელონაში” ტრანსფერზე: არის ძალიან კარგი, პერსპექტიული მოთამაშე, რომელიც ან გაამართლებს ან არ გაამართლებს. ჩემი აზრით, ასეთი ფეხბურთელისთვის 40 მილიონი ევრო (თანხა რომელსაც ”ბარსელონა” მზადაა გადაიხადოს) ზედმეტია, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით.

სტატიის ბოლოს კი დავტკბეთ, თუ როგორ ბრწყინავს უდიდესი ტალანტი ბრაზილიის ჩემპიონატში

[media=http://www.youtube.com/watch?v=gEJGJkOT9nU]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=qawkQkjp5Tc]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=c1WqZaK6K04]

სტატია მოამზადა დავით თანანაშვილმა (Dani Alves)

სპეციალურად თქვენთვის!

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.