1989: კუმანი და ლაუდრუპი - დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერები

1989: კუმანი და ლაუდრუპი - დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერები

1989 წლის ზაფხულში, "ბარსელონამ" 2 ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. კატალონიელებმა რონალდ კუმანი და მიკაელ ლაუდრუპი შეიძინეს. ეს, კატალონიელებს დიდ წარმატებებზე ოცნების საბაბს აძლევდა, მაგრამ 1989-90 წლების სეზონში, "ბარსამ" მხოლოდ ესპანეთის სამეფო თასი მოიგო.

გუნდში მოვიდნენ:

  • რონალდ კუმანი (პსვ)
  • მიკაელ ლაუდრუპი ("იუვენტუსი", 220 მილიონი პესეტა)
  • ონესიმო სანჩესი ("კადისი", 25 მილიონი პესეტა)
  • დელფი ხელი ("ჟირონა", 15 მილიონი პესეტა)
  • ანტონი პინილია (კანტერა)
  • ხესუს ხულიან ლუსენდო (კანტერა)

გუნდი დატოვეს:

  • გარი ლინეკერი ("ტოტენჰემი")
  • ფრანსისკო ხოსე კარასკო ("სოშო")
  • ხულიო სესარ "რომერიტო" ("პუელბა")
  • სალვა გარსია ("ლოგრონესი")
  • მიგელი (კარიერა დაასრულა)
  • მანოლო იერო ("ტენერიფე")
  • კრისტობალ პარალო ("ლოგრონესი")

1989-1990 წლების სეზონი "ბარსას" ლეგენდარული ფეხბურთელის, მიგელის გაცილებით დაიწყო. ფეხბურთელმა, რომელსაც კატალონიური კლუბის მაისურით 549 თამაში ჰქონდა ჩატარებული (ეს მაჩვენებელი სარეკორდო იყო, სანამ მას ჯერ ჩავი, შემდეგ კი პუიოლი გააუმჯობესებდნენ), ბუცები ლურსმანზე წინა სეზონის შემდეგ ჩამოჰკიდა. გუნდი დატოვეს კარასკომ და გარი ლინეკერმაც. ამ უკანასკნელმა "ტოტენჰემს" მიაშურა, რომელსაც "ბარსას" ყოფილი დამრიგებელი ტერი ვენეიბლზი წვრთნიდა.

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავის მე-2 სეზონში, იოჰან კრუიფი არაერთი პრობლემის წინაშე დადგა. მიუხედავად დიდი ფინანსური შესაძლებლობებისა, გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მხოლოდ მე-3 ადგილზე დაასრულა. ამ სეზონში, "რეალი" ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა. გუნდში სიტუაცი უფრო და უფრო ირეოდა. მაგალითისთვის: პრიმერას პირველ ტურში, რომელშიც "ბარსა" "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა, კრუიფმა ძირითად შემადგენლობაში გამოუცდელი ლუსენდო დააყენა და მისმა ამ გადაწყვეტილებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია. ის თამაში "ბარსამ" 0:2 წააგო. ჩემპიონატის ფინიში არბიტრების არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებებით გამოირჩა, რის შედეგადაც, "ბარსა" "რეალს" 11 ქულით ჩამორჩა.

თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, "ბარსა" ტიტულის დაცვას ცდილობდა, მაგრამ 1/8-ფინალში, კატალონიელებმა "ანდერლეხტის" ბარიერი ვერ დაძლიეს. "კამპ ნოუზე" გამართულ განმეორებით მატჩში, სალინასისა და ბაკეროს მიერ გატანილი გოლების შემდეგ, "ბარსა" შემდეგ ეტაპზე გადიოდა, მაგრამ ბელგიელთა ერთმა ბურთმა სიტუაცია შეცვალა.

სეზონის ერთადერთი ნათელი წერტილი 1990 წლის 5 აპრილს, ვალენსიაში გამართული მატჩი იყო. ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, "ბარსამ" მადრიდის "რეალი" 2:0 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, კლუბში არსებული პრობლემები არ შემცირებულა. იოჰან კრუიფს კონფლიქტი ჰქონდა ლუის მილიასთან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელს მთავარი მწვრთნელის პოსტის რეშაკისთვის დათმობა და თავად გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავება სურდა.

1989-90 წლების სეზონის შედეგები

  • ესპანეთის თასი - გამარჯვებული
  • ევროპის სუპერთასი - ფინალისტი
  • ესპანეთის ჩემპიონატი - მე-3 ადგილი
  • თასების მფლობელთა თასი - 1/8-ფინალი

1989-90 წლების სეზონის "ბარსელონას" შემადგენლობა

1982: მარადონას წელი

1983: როხო - იმპულსი კანტერადან

1984: არჩიბალდი მარადონას ნაცვლად

1985: ამარილიას მოსვლა და "ვერცხლის" წელი

1986: სუბისარეტასა და ლინეკერის მოსვლა

1987: შუსტერის დაბრუნება და მორიგი სკანდალი

1988: "ოცნების გუნდის" დასაწყისი

გაგრძელება იქნება...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.