სუბისარეტა: "მესი მთელი მატჩის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კლუბის არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი მატჩში 90 წუთი სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. იტყობინება, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ამჯერადაც მოუტანა გამარჯვება. ლა ლიგის 34-ე ტურში "ბეტისის" წინააღმდეგ მესი მეორე ტაიმში ვილიას ნაცვლად შემოვიდა და დუბლიც გაიფორმა. შეხვედრა "ბლაუგრანას" სასარგებლოდ 4:2 დასრულდა.
"მესი შესაბამის კონდიციებშია, რათა იბრძოლოს და კარგი თამაში აჩვენოს. თუმცა ის ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ მთელი მატჩის ჩატარება მოახერხოს. ამიტომაც მწვრთნელებმა ახლა უნდა იზრუნონ და განსაზღვრონ თუ როდის გამოიყვანონ ლეო მოედანზე." - განაცხადა, სუბისარეტამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]