ხერარდ პიკე: „ამ სეზონში გუნდს მაღალ შეფასებას მივანიჭებდი“

ხერარდ პიკე: „ამ სეზონში გუნდს მაღალ შეფასებას მივანიჭებდი“

ხერარდ პიკემ  Barça TV–სთან ინტერვიუში ძალიან ბევრ თმეაზე ისაუბრა, მათ შორის კარლეს პუიოლის საქციელზე, როდესაც კაპიტანმა თასი ტიტოსა და აბიდალს ააწევინა: "ეს არაჩვეულებრივი ჟესტი იყო კაპიტანის მხრიდან. კარლესი ყოველთვის ღირსეულ გადაწყვეტილებებს იღებს. ტიტომ და აბიდალმა ეს თასი დაიმსახურეს. ჩვენ კი წინსვლა უნდა განვაგრძოთ და მომავალს უფრო დიდი ენთუზიაზმითა და იმედით შევხვდეთ".

რაც შეეხება მთლიანად სეზონს: "ამ სეზონზე გუნდს მაღალ შეფასებას მივანიჭებდი. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უამრავი თასი მოვიპოვეთ, ტიტულების მოგება კი არც ისე ადვილია. ამ სეზონში ლა ლიგის თასი მოვიპოვეთ, რომლის აღმართვაც ასევე ურთულესია."

პიკემ შესაძლო 100 ქულაზეც გააკეთა კომენტარი: "ჩვენთვის ეს გამოწვევაა, რადგან თუ 100 ქულას მოვიპოვებთ კლუბის რეკორდს გავაუმჯობესებთ (99)."

მომდევნო მატჩს კლუბი "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს: "კორნელია ელ პრატზე" თამაში ყოველთვის საინტერესოა, რადგან ამ მოედანზე ყოველთვის არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.