ოფიციალურად: ”სანტოსმა” ნეიმარის ტრანსფერზე ”ბარსას” და ”რეალს” კი უთხრა

ოფიციალურად: ”სანტოსმა” ნეიმარის ტრანსფერზე ”ბარსას” და ”რეალს” კი უთხრა

 

”სანტოსმა” ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით მადრიდის ”რეალის” და ”ბარსელონას” შეთავაზება მიიღო, იტყობინება ბრაზილიური კლუბის ოფიციალური საიტი.

გავრცელებული ცნობით ”რეალის” შეთავაზება 35 მილიონი ევროა, თავად ფეხბურთელს მადრიდელები 11 მილიონ ევროს გადაუხდიან ყოველწლიურად. ”ბარსას” შეთავაზება ”სანტოსისადმი” 28 მილიონი ევროა, ხოლო ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 7 მილიონ ევროს მიიღებს. ბრაზილიურმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელს გადაწყვეტილების მიღების უფლება მისცა.

ჩემთვის ეს დიდი პატივია და ძალიან ბედნიერი ვარ. დეტალურად შევისწავლი ამ შეთავაზებებს და გადაწყვეტილებას ოჯახთან ერთად მივიღებ. არ ვიჩქარებ. შეიძლება გადაწყვეტილება 5 წუთში მივიღო, ან ნახევარ საათში, შეიძლება 3 დღეში” - განაცხადა ნეიმარმა.

ეს ორი წინადადება დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სიმართლეა, რომ ნეიმარს ჯენტლმენური შეთანხმება აქვს ”ბარსელონასთან” კატალონიაში გადაბარგების შესახებ” - განაცხადა ”სანტოსის” ვიცე-პრეზიდენტმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.