გუნდის ვარჯიშს ტიტო ვილანოვამ უხელმძღვანელა

გუნდის ვარჯიშს ტიტო ვილანოვამ უხელმძღვანელა

 

გუნდი ”ესპანიოლთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს. შაბათის ვარჯიში ”ნოუ კამპზე”, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, რომელსაც ტიტო ვილანოვა ხელმძღვანელობდა. ”ბარსას” მწვრთნელი ბოლო დღეების განმავლობაში ნიუ-იორკში იმყოფებოდა.

დანი ალვესი და ადრიანო კორეია აგრძელებენ აღდგენით ვარჯიშებს, ორივე მათგანი დარბაზში იტვირთებოდა. ერიკ აბიდალი, რომელსაც მარცხენა ფეხის კუნთის პრობლემა აქვს დღეს მოედანზე, თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.

სესიას არ დასწრებიან ლეო მესი, რომელიც ფიზიო მკურნალობას იტარებს და კარლეს პუიოლი, რომელიც აღდგენით პროგრამას აგრძელებს.

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.