ვილიამ პრემიერ ლიგის გუნდებისგან შეთავაზებები მიიღო
"ბარსელონას" ესპანელმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ პრემიერ ლიგის გუნდებისგან შემოთავაზებები მიიღო. გვაუწყებს ამ ინფორმაციას ესპანური პრესა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით დაინტერესებულები არიან ამჟამად "არსენალი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი", რომლებისგანაც ვილიამ უკვე მიიღო შემოთავაზებები. კატალონიურმა კლუბმა სრული თავისუფლება მისცა ვილიას არჩევანის გაკეთებაში.
აღნიშნული კლუბები ასტურიელ თავდამსხმელში დაახლოებით 14 მილიონ ევროს ჩამოდიან. შეგახსენებთ, რომ ვილიას იანვრიდან ჰქონდა გამიზნული "ბარსელონას" დატოვება არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]