სუბისარეტა: "კარგი სეზონი იყო"

სუბისარეტა: "კარგი სეზონი იყო"

"ბარსელონამ" გუშინ საღამოს, "მალაგასთან" გამარჯვებით (4:1), დაამთავრა სეზონი. კატალონიელებმა გაიმეორეს "რეალის" რეკორდი, რომელმაც სეზონის მანძილზე 100 ქულის მოპოვება შეძლო. აგრეთვე, "ბარსამ" მოახერხა ესპანეთის ჩემპიონატში 115 გოლის გატანა, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდია. 

"ამ სეზონში ჩვენ ბევრი რამის გადატანა მოგვიხდა, რომ გადავხედოთ სურათს დავინახავთ ბევრ კარგსა და ცუდს. თუ რამით დამამახსოვრდება გასული სეზონი, ეს აბიდალისა და ტიტოს დაბრუნება იქნება".

"აბიდალის გამომშვიდობება დღეს? ეს ძალიან ემოციური იყო. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც იოლად არ მიგვიღია, ცხოვრება ზოგჯერ ჩაგვაყენებს ასეთ სიტუაციაში, მაგრამ მთლიანობაში აბი ჩვენთვის საუკეთესო საჩუქარია".

"ტიტოს მომავალი? ის "ბარსელონას" მწვრთნელი იქნება მომდევნო სეზონში. ეს არის ის, რასაც მისი კონტრაქტიც მოიცავს და ჩვენ არ ვაპირებთ მისი შემცვლელის ძიებას".

"ჩვენ ვიყურებით წინ და ვხვდებით, რომ ვილანოვას ჯანმრთელობამ შესაძლოა გამოიწვიოს მცირე კორექტივების შეტანა მომავალი სეზონის განმავლობაში".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.