სილვინიო: „თავად ნეიმარზეა დამოკიდებული, მიაღწევს თუ არა მესის დონეს“

სილვინიო: „თავად ნეიმარზეა დამოკიდებული, მიაღწევს თუ არა მესის დონეს“

"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა, სილვინიომ თავისი აზრი გაგვიზიარა გუნდის თავდამსხმელის, ნეიმარის პერსპექტივებზე.

ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ მის თანამემამულეს დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია.

"პირველი სეზონი ფეხბურთელისთვის ყოველთვის რთულია. მიმაჩნია, რომ ნეიმარი სწორ გზაზე დგას. ის დიდებულ გუნდში თამაშობს და თავად შეუძლია სათანადო დონეზე გამოსვლა. მას შეუძლია გულშემატკივრებისთვის ისეთივე საფეხბურთო კუმირი გახდეს, როგორც ლიონელ მესი. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ლეო, ახლა, ბრაზილიელზე წინ დგას, მაგრამ ნეიმარს აქვს წარმოუდგენელი სათამაშო თვისებები." - განაცხადა სილვინიომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.