ნეიმარი - მესისა და რონალდუს გზაზე

ნეიმარი - მესისა და რონალდუს გზაზე

ბრაზილიური სპორტის ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია Pluri გვაუწყებს, რომ ნეიმარის საბაზრო ღირებულება 22.6 პროცენტით გაიზარდა, 55 მილიონი ევროდან 67,4 მილიონ ევრომდე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "ბარსელონასთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა.

Pluri-ის თქმით, ამ ფაქტს ისიც განაპირობებს , რომ ნეიმარი თამაშობს მსოფლიოს  ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, "ბარსელონაში" და აგრეთვე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებში - ბრაზილიის ეროვნულ გუნდში.

Pluri-ის მიხედვით, ნეიმარი ამ მაჩვებებლით მესამეა, მას უსწრებენ ლეო მესი (საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევრო) და რონალდუ (96,3 მილიონი ევრო).

ნეიმარის შემდეგ კი მოდიან ინიესტა (65.6 მილიონი ევრო) და რუნი (62.9 მილიონი ევრო).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.