მუნდიალის შემდეგ მესის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა, ნეიმარის - გაიზარდა

მუნდიალის შემდეგ მესის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა, ნეიმარის - გაიზარდა

ბრაზილიურმა კომპანია Pluri Consultoria-მ შეადგინა 50 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბრაზილიაში გამართულ მოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.

პირველ ადგილზე მყოფი "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ვარკსვლავის, ლეო მესის სატრანსფერო ღირებულება 2.4 მილიონი ევროთი შემცირდა და 135.2 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდო, რომლის სატრანსფერო ღირებულება ასევე შემცირდა და ახლა 98.1 მილიონ ევროს შეადგენს. მესამე ადგილს იკავრებს კატალონიური გრანდის კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბრაზილიელი ნეიმარი. მისი სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა და 70.1 მილიონი ევრო შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 16.5 მილიონი ევროთი გაიზარდა მსოფლიოს 2014 წლის საუკეთესო ბომბარდირის, ხამეს როდრიგესის სატრანსფერო ღირებულება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.