რეინამ "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებული ჭორები უარყო

რეინამ "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებული ჭორები უარყო

ცოტა ხნის წინ, ესპანელმა გოლკიპერმა, პეპე რეინამ განაცხადა, რომ მისი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ "ლივერპულშია". "რეინამ რამოდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი მომავალი "ლივერპულშია". ამჟამად არ არსებობს არავითარი შესაძლებლობა "ბარსელონაში" ან "ნაპოლიში" გადასვლის". - განაცხადა მეკარის აგენტმა.

იტალიაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რეინა გადაბარგდება "ნაპოლიში" და კვლავ იმუშავებს მის ყოფილ მწვრთნელთან, რაფაელ ბენიტესთან ერთად, რომელთან ერთადაც იგი "ლივერპულში" მუშაობდა. "პეპე მიიჩნევს, რომ ბენიტესი ძალიან დიდი მწვრთნელია, თუმცა მისი ადგილი ამჟამად "ენფილდზეა".

რეინამ ცოტა ხნის წინ ასევე აღიარა, რომ მას სურს ითამაშოს "ბარსელონაში", მაგრამ მას მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.