ნეიმარი: „საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ“
"ბარსელონას" ახალწვეული 21 წლის ბარაზლილი ფეხბურთელი, კონფედერაციის თასის წინ საკმაოდ დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. საღამოს პრესკონფერენციაზე ნეიმარმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის უფრო მეტს მოელის საკუთარი თავისგან: "ყოველთვის მაქსიმალურს ვითხოვ, რადგან შემიძლია მეტი ვარჯიში და უკეთ თამაში. ჩვემთვის საკმარისი არასდროს არაფერია, რადგან ყოველთვის მეტი მსურს".
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზლიელს ეროვნული ნაკრების მაისურით უკანასკნელ ცხრა შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, ის ოპტიმისტურად უყურებს მომავალს და თვლის, რომ უგოლო სერია მალე შეწყდება: "ეს არაფერს ნიშნავს და არც არაფერს ცვლის. თუ გოლს არ ვიტან გუნდს სხვა მხრივ ვეხმარები. ცოტა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ".
ნეიმარმა ასევე განაცხადა: "ესპანეთი არაჩვეულებრივი გუნდია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული".
ნეიმარს "ბარსას" სტილთან ადაპტაციის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რაზეც ბრაზილელმა უპასუხა: "ადაპტაცია უკვე გავიარე. "
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]