ინიესტა: "ფეხბურთის თამაში ჩემი პრივილეგიაა"
გასულ კვირას ანდრეს ინიესტა ესაუბრა ესპანურ გაზეთ "El pais-"ს. მან კომენტარი გააკეთა ესპანეთის ნაკრების გასამართ შეხვედრებზე, კონფედრერაციის თასსა და მოურინიოს გავლენაზე ესპანეთის ნაკრების სათამაშო ტაქტიკაში.
ინიესტამ წინა სეზონთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა: "მე ნამდვილად ვამაყობ ამ სეზონით, შეძლო ამდენი სირთულის გადალახვა, ეს არის ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა... მწვრთნელის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი. იგი ყველა შემთხვევაში გარიგებს, გესაუბრება და ცდილობს მიიღოს შედეგი, მწვრთნელი არის გუნდის ლიდერი და დასაყრდენი თითოეული ფეხბურთელისთვის. მისი მოსაზრებები გაჩვენებს გზას წინსვლისათვის." გარდა ამ თემებისა ანდრესი შეეხო ტიტოსა და აბიდალს, მან გამოხატა მწვრთნელისადმი თანადგომა და მისი გეგმები მოიწონა.
ინიესტას ასევე კითხეს ახარებდა თუ არა კონფედერაციის თასზე გამგზავრება ასეთი გრძელი და მომქანცევლი სეზონის ბოლოს, მან კი უპასუხა: "გაგიჟდით? მინდა თუ არა წასვა და თამაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში? სხვა გზა გამორიცხულია! მე ბედნიერი ვარ ამ შესაძლებლობით. თუ გადახედავთ გუნდებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ტურნირში მიხვდებით, რომ ის არ არის უმნიშვნელო. ვფიქრობ ყველა ჩვენგანი მოტივირებულია იმ ტურნირის მოსაგებად, რომელიც არასოდეს მოგვიგია, თან ის ასეთ შესანიშნავ საფეხბურთო ქვეყანაში ტარდება." ინიესტამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა 2009 წლის კონფედრაციის თასზე (საბედნიეროდ, იგი გამოჯანმრთელდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის) და შესაბამისად მას არასოდეს უთამაშია ბრაზილიაში ადრე. ესპანელი ამჯერად სრულიად ჯანმრთელია და ერთ–ერთი საუკეთსო სეზონის შემდეგ იგი აუცილებლად უნდა დარჩეს კმაყოფილი ბრაზილიაში სტუმრობით.
უკვე 2 წელია ინიესტა ძალიან უყვართ და პატივს სცემენ ესპანეთის ყველა კუთხეში. იგი ძალიან უყვართ გულშემატკივრებს და მისი გამოჩენა იწვევს ოვაციებს ქვეყნის თითქმის ყველა სტადიონზე. თუმცა როდესაც ჟურნალისტმა გმირი უწოდა მან უპასუხა: "გმირი – ეს არის არასწორი!... გმირი არის–ადამიანი, რომელიც იბრძვის ავადმყოფობის წიანააღმდეგ ან ადამიანი რომელიც ტოვებს ქვეყანას, რომ იშოვოს სამუშაო თავისი შვილების შესანახად. პრივილეგირებული ვარ იმის გამო, რომ ფეხბურთს ვთამაშობ. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ შემიძლია ადამიანებს ბედნიერება მივანიჭო."
ინიესტას არ უნდა იყოს გმირი, მაგრამ ის კმაყოფილია, რომ გახდა 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გასულ ზაფხუს. ის არის ძალიან მოკრძალებული ამ უზარმაზარი წარმატებების ფონზე. მოდი ყველამ ვუსურვოთ წარმატება კონფედერაციის თასზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]