ტიაგო: ”ჩვენ გუნდს სუსტი წერტილი არ აქვს”

ტიაგო: ”ჩვენ გუნდს სუსტი წერტილი არ აქვს”

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების და ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ ნორვეგიის ნაკრების განადგურების შემდეგ (3:0) საკუთარ გუნდზე ისაუბრა.
სრული კონცენტრაცია გვქონდა ამ მატჩზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გუნდს არ გააჩნია სუსტი წერტილი. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს ჩემპიონატი. ჩვენ მოედანზე გასვლას თითოეულ მატჩში საოცარი შემართებით ვაპირებთ. ეს ხომ ბევრი ფეხბურთელისთვის პირველი ტურნირია.” - აღნიშნა ალკანტარამ.

შეგახსენებთ, რომ U-21 ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.