რეინას "ბარსელონამდე" ნაბიჯი აშორებს
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ინგლისური "ლივერპულის" 30 წლის ესპანელი მეკარის, პეპე რეინას კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა კატეგორიულად უარყვეს მაგრამ, ბრიტანული ტაბლოიდების თანახმად ფეხბურთელის კარიერის შესაძლო მომავალი ყველაზე რეალურად სწორედ "ბარსელონაში" ჩანს. ამჯერად ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail ადასტურებს.
წყაროს ინფორმაციით, პეპემ რომელმაც კარიერა სწორედ კულეების რიგებში დაიწყო, უკვე კონტრაქტზე წინასწარ მოლაპარაკებებსაც მიაღწია "ბარსელონაში". თუმცა საქმის ოფიციალური დეტალები კვლავ უცნობი რჩება, სავარაუდოდ მანამ, სანამ საკმაოდ ამბიციური ფრანგული კლუბი "მონაკო" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კატალონიელთა პირველ მეკარეს ვიქტორ ვალდესს ოფიციალურად არ გაიფორმებს. ადრე კი ხშირად იწერებოდა, რომ რეინას ბედი სწორედ ვალდესის მომავალზე იყო დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ვალდესმა უკვე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" ხელშეკრულები გახანგრძლივების სურვილი არ ჰქონდა, რომელიც მას 2014 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბის მაღალჩინოსნებმა სანდრო როსელმა და ანდონი სუბისარეტამ, კი ალტერნატიული ვარიანტი განხილვა მაშინვე დაიწყეს და სავარაუდოდ მთავარ აქცენტს სწორედ ესპანური პასპორტის მქონე ფეხბურთელზე გააკეთებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]