რეინას "ბარსელონაში" გადასვლა ვალდესის დარჩენამ ჩაშალა
იტალიური "ნაპოლის" მეკარის, პეპე რეინას მამა აცხადებს, რომ გასულ ზაფხულში, მის შვილს "ბარსელონასთან" შეთანხმება ჰქონდა, მაგრამ ვიქტორ ვალდესის გუნდში დარჩენამ გარიგება ჩაშალა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ვალდესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდა. გარკვეული დროის განმავლობაში უცნობი იყო, როდის დატოვებდა ვალდესი კლუბს - 2013, თუ 2014 წელს, ამის გამო, კატალონიელთა ხელმძღვანელებმა ახალი მეკარის ძებნა დაიწყეს და როგორც ირკვევა, პეპე რეინას მიაგნეს, მაგრამ ვალდესმა კიდევ ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა და რეინამ, არენდის წესით, "ნაპოლის" მიაშურა.
"ჩემს შვილს "ბარსელონასთან" შეთანხმება ჰქონდა. მაგრამ ვიქტორ ვალდესმა დარჩენა გადაწყვიტა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა." - აცხადებს პეპე რეინას მამა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]