აგენტმა დაადასტურა, რომ ვილია მზად არის "ფიორენტინაში" გადასასვლელად
აგენტმა ვიქტორ ონატემ, რომელიც კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის, დავიდ ვილიას ინტერესებს წარმოადგენს განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზად არის იტალიური "ფიორენტინას" შემოთავაზებას გადახედოს. იტყობინება, Goal.
"საუბარი კონკრეტულ ინტერესებზე იტალიური კლუბის მხრიდან ჯერ ადრეა. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ იქ ძალიან საინტერესო პროექტი იქმნება. სწორედ ასეთ გუნდში ისურვებდა მოხვედრას დავიდი, რომელიც საშუალებას მისცემს მას უმაღლეს დონეზე ითამაშოს "ბარსელონადან" წასვლის შემთხვევაში. არ ექნება მნიშვნელობა ინგლისი იქნება თუ იტალია, თუ პროექტი ნამდვილად კარგი იქნება." - განაცხადა, აგენტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]