აგენტი: ”მარკინიოსი ”რომაში” რჩება!”

აგენტი: ”მარკინიოსი ”რომაში” რჩება!”

”რომას” ბრაზილიელი მცველის, მარკინიოსის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კიენტი არ აპირებს იტალიის დედაქალაქის დატოვებას.

"ფეხბურთელს ”რომასთან” კონტრაქტი აქვს, რომელიც შემდეგი 4 წლის განმავლობაში აქტიური იქნება. დაზუსტებით გეტყვით, რომ იგი იტალიაში დარჩება! როგორც უკვე მოგახსენეთ, არ არის გასაკვირი, რომ მისით არაერთი კლუბი ინტერესდება, თუმცა ”რომამ” არ მოინდომა რომელიმე მათგანთან მოლაპარაკებების წამოწყება. კლუბის ხელმძღვანელობა მას არსად არ გაუშვებს.” - განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონამ” აქამდე ”რომას” 20 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა რომაელებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს. იტალიელების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მისი ფასი 25 მილიონი, ხოლო ახლა მისი თქმით, იგი სულაც არ აპირებს ახალგაზრდა მცველის გაყიდვას

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.