”რომამ” ”ბარსელონას” შემოთავაზება უარყო
როგორც მოგეხსენებათ, ”ბარსელონამ” უკვე ორჯერ სცადა ”რომას” ცენტრალური მცველის, მარკინიოსის შეძენა, თუმცა იტალიურ კლუბს ახალგაზრდა მცველის გაყიდვა არ სურს, იტყობინება Sky Sports Italia.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა რაოდენობის თანხა შესთავაზა ”ბარსელონამ” ”რომას”, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ მცდელობაზე კატალონიელები მზად იყვნენ მარკინიოსში 26 მილიონი ევრო გადაეხადათ.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა მცველმა 26 მატჩი ჩაატარა და მთავარი ისაა, რომ სტაბილურად. ახალგაზრდა მცველი ფაქტიურად უშეცდომოა, თანაც ისეთ ძლიერ ლიგაში, როგორიცაა ”სერია ა”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]