ბუსკეტსი: "ამ ეტაპზე ფავორიტები არ არსებობენ"
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა იტალიასთან გასამართი ნახევარფინალის წინ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ბრაზილიის კლიმატი არცთუ ისე კარგია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტორი მატჩზე არ იმოქმედებს."
როდესაც ესპანელს იტალიასთან გასამართ შეხვედრაზე დაუსვეს კითხვა მან განაცხადა: "არის თამაშები, რომლებიც უდიდეს გამოცდილებას გვძენს, მსგავსი შეხვედრები კი ძალიან ხშირად ჩაგვიტარებია. ვფიქრობ, რომ ძლაიან საინტერესო თამაში იქნება, რადგან ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერია. ჩვენ გავაგრძელებთ ისე თამაშს, როგორც ვთამაშობდით."
"ფავორიტები არ არსებობენ, თუმცა, რადგან ჩვენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ვართ ამიტომ უპირატესობას ვფლობთ"- განაცხადა ბუსკეტსმა.
სერხიომ იკერ კასილიასზეც ისაუბრა: "იკერი ნაკრების კაპიტანი და უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა თითოეული ჩვენგანისთვის. გადამწყვეტ მომენტებში იკერი მუდამ ჩვენს გვერდითაა" - განახადა ესპანელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]