ნეიმარი მოხარულია, რომ ფინალში "ბარსას" ფეხბურთელებს შეხვდება
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, ნეიმარი აღიარებს, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები ამჟამად პლანეტის უძლიერესი გუნდია, თუმცა მისი აზრით ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრაზილიელები კონფედერაციის 2013 წლის გათამაშების ფინალს "მარაკანაზე" დასთმობენ. ამის შესახებ ფეხბურთელმა რიოში გამართულ პრესს-კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემთვის დიდი პატივია ბრაზილია - ესპანეთის ფინალში ჩემს მომავალ, "ბარსელონელ" პარტნიორებთან შეხვედრა. ისინი მშვენიერი მოთამაშენი არიან, უდიდესი გამოცდილებით და მე მათ ვუსურვე, რომ ყველა მატჩში გამარჯვება მოეპოვებინათ კონფედერაციის თასზე, თუმცა ნათელი მიზეზის გამო მე მათ ყოველივე ამას ფინალში ვერ ვუსურვებ. ჩვენ მოედანზე სხვადასხვა მხარეს ვითამაშებთ და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ბრაზილიამ მოიგოს." - განაცხადა, ნეიმარმა.
ესპანელთა შემადგენლობაში ნეიმარმა ძალიან ხშირად ახსენა ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი, სერხიო რამოსი და პედრო როდრიგესი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]