ნეიმარი: "მინდა კასილასს გავუტანო"
"ბარსელონას" ახლადშეძენილმა თავდამსხმელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ კონფედერაციის თასის ფინალში ძალიან სურს გატანა.
"ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუკი კასილასს გოლს გავუტან, ესპანეთის ნაკრები ხომ ყველაზე ძლიერია ამ დროისთვის.
ერთმანეთს ორი დიდი კლუბი ხვდება დიდი ისტორიით. ყველა ამას ელის. სიამოვნებით ვითამაშებ ჩემს მომავალ პარტნიორებთან.
კასილასი - ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ისტორიაში. მინდა გოლი გავუტანო" - განაცხადა ნეიმარმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]