ჟულიო სეზარი: "ესპანეთის ნაკრების ფეხბურთმა მთელი მსოფლიო გააოცა"

ჟულიო სეზარი: "ესპანეთის ნაკრების ფეხბურთმა მთელი მსოფლიო გააოცა"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ჟულიო სეზარმა კონფედერაციის 2013 წლის გათამაშების თასის ფინალის წინ აღნიშნა, რომ იგი მოხარულია რათა აქვს შესაძლებლობა ფინალში ჩავი ერნანდესისა და ანდრეს ინიესტას წინააღმდეგ ითამაშოს. იტყობინება, Goal. 

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემს კარიერაში მსგავს გამოცდილებას მივიღებ. შეაძლებლობა იმისა, რომ ვითამაშო ჩავი ერნანდესისა და ანდრეს ინიესტას წინააღმდეგ. ეს გუნდი ულამაზეს ფეხბურთს აჩვენებს, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა. მაგრამ ჩვენც მოვიკრებთ ძალებს. ეს დიდი ფინალი იქნება!.. სასიამოვნოა კვლავ თამაში "მარაკანას" მოედანზე, მე ხომ აქ დებიუტი ჯერ კიდევ "ფლამენგოს" შემადგენლობაში მქონდა "ფლუმინესესთან" მატჩში 1997 წელს. ოჰ, ღმერთო ჩემო, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ." - განაცხადა, სეზარმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.