ინიესტა: "მესი და ნეიმარი ერთმანეთს გააუმჯობესებენ"

ინიესტა: "მესი და ნეიმარი ერთმანეთს გააუმჯობესებენ"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი, 29 წლის ანდრეს ინიესტა დარწმუნებულია, რომ კლუბის ახალ თავდამსხმელს ნეიმარს ადაპტაცია არ გაუჭირდება. იტყობინება, ესპანური პრესა. 

ინიესტას ეჭვიც არ ეპარება, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი მოედანზე კარგად შეუწყვილდება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" არგენტინელ შემტევს ლიონელ მესის. 

"დიდებული ფეხბურთელები ყოველთვის აღწევენ ურთიერთგაგებას. მეტიც, ნეიმარი და მესი შესძლებენ ერთმანეთის გაუმჯობესებას. ეს სპორტის გუნდური სახეობაა და გამარჯვების საწინდარი, სწორედ ყველას ძალდატანულობაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს კლუბს. ის არაჩვეულებრივი ტალანტია. მას წინ დიდი გზა აქვს გასავლელი "ბარსელონა" კი მისთვის იდეალური კლუბია." - განაცხადა ინიესტამ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.