მესი წინასასეზონო მზადებას 15 ივლისს შეუდგება
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი, ლიონელ მესი კლუბთან ერთად ვარჯიშებს 15 ივლისიდან შეუდგება მაშინ, როდესაც მისი ერთკვირიანი დასვენება ამოიწურება. იტყობინება, Goal.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ვარსკვლავმა მხოლოდ გასულ კვირაში შესძლო თავისი საფეხბურთო ვალდებულებების საბოლოოდ დასრულება, საქველმოქმედო მატჩის ჩატარებით, ჩიკაგოში. აქამდე კი უკანასკნელი კვირების მანძილზე მესიმ რამოდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
"ბარსას" სეზონის დასრულების შემდეგ მესიმ 90 000-ზე მეტი კილომეტრი დაფარა და მოასწრო ჩასვლა არგენტინაში, ეკვადორში, გვატემალაში, იტალიაში, სენეგალში, კოლუმბიაში, პერუში და აშშ-ში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]