მესის გეგმები ახალი სეზონის დაწყებამდე

მესის გეგმები ახალი სეზონის დაწყებამდე

ლეო მესიმ გასულ კვირას, გვატემალასთან მატჩის შემდეგ საბოლოვოდ დაასრულა 2012-2013 წლების სეზონი. თუმცა ჯერ არ დამდგარა სანატრელი დრო, როდესაც შეგიძლია დაისვენო ოჯახთან ერთად. მას აქვს ძალიან დიდი სია ამხანაგურების, კომერციული ვალდებულებების და საქველმოქმედო ღონისძიებების.

მილანში კვირას იწყება მარათონი სადაც სხვადასხვა ტანსაცმელს მისი სახეები წარადგენენ, მესი "Dolce & Gabbana"-ს სამოსს წარადგენს. 6 ივლისს იქნება მატჩი ჩიკაგოში, სადაც მესის მეგობრებისაგან შემდგარი გუნდი ითამაშებს მსოფლიოს XI საქველმოქმედო გამოფენის ფარგლებში.

მესი ასევე გაემგზავრება 15 დღიან ტურნეში დედამიწის გარშემო, იგი ჩავა სენეგალში, პერუში, კოლუმბიაში, გაივლის მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მისი მოგზაურობა დედამიწის გარშემო 43 000 კილომეტრისაგან შედება. 

არგენტინელს ტურნეს დამთავრების შემდეგ ექნება 9 დღიანი არდადეგები, სანამ იგი დაბრუნდება "ბარსას" შეკრებაზე, რომელიც უკვე ახალი სეზონისათვის მზადებას დაეთმობა. ბევრი საუბარი იყო ლეოს ფიზიკური მომზადების შესახებ, მისმა ტრავმამ ხელი შეუწყო "ბარსელონას" სამარცხვინო მარცხს ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" წინააღმდეგ.  მომავალ სეზონში არგენტინელები აპირებენ ლეო მეტ ამხანაგურ მატჩში გამოიყენონ.

იმის გამო, რომ მესი ზაფხულში გარკვეული დროთ დაკავებული იქნება შესაძლო მას "ბარსას" მზადებაზე მომავალი სეზონისათვის მცირე დროით დაგვიანება მოუწიოს, თუმცა ეს ჯერ არა არის ზუსტად გარკვეული.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.