ადრიანო: ”სილვა ”ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს”

ადრიანო: ”სილვა ”ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს”

”ბარსელონას” მცველმა, ადრიანო კორეიამ განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი სანაკრებო დონეზე, ტიაგო სილვა ყოველთვის ოცნებობდა კატალონიურ გრანდში თამაშზე.
იგი ფანტასტიურად მოუხდებოდა ”ბარსელონას”. ძალიან მოხარული ვიქნები მისი ტრანსფერით. ტიაგო ყოველთვის აცხადებდა, რომ ოცნებობდა კატალონიური კლუბის მაისურით თამაშზე. თუმცა ყველაფერი მასზე არ არის დამოკიდებული. გადაწყვეტილებაში დიდ როლს ორივე კლუბი ითამაშებს. პსჟ-მ არც ისე ცოტა ხარჯები გაწია ტიაგოს გამო, ”ბარსელონას” კი პარიზელების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს.” - განაცხადა ადრიანომ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ტიაგომ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მან ”ბარსელონასთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.