სუარესი: "რეალი" ჩემით ინტერესდებოდა"

სუარესი: "რეალი" ჩემით ინტერესდებოდა"

"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი აცხადებს, რომ მადრიდის "რეალი" მისი მომსახურებით ინტერესდებოდა. თუმცა, ურუგვაელის თქმით, ის ყოველთვის კატალონიურ კლუბში თამაშზე ოცნებობდა.

"რეალი" ჩემი ტრანსფერით ძალიან იყო დაინტერესებული, მაგრამ ყოველთვის "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი. როდესაც "ბარსას" ინტერესზე გავიგე, შემოთავაზებას უყოყმანოდ დავთანხმდი.

გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ "ბარსელონას" მხრიდან ინტერესს არ მოველოდი. არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. გამიმართლა, რომ "ბარსელონაში" აღმოვჩნდი. ჩვენი სურვილები საბოლოოდ ერთმანეთს დაემთხვა.

"ბარსელონა", უეჭველად, მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. აქ თითოეული შესაძლო ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლო.

გულშემატკივრები "ტიკი-ტაკასკენ" მიისწრაფოდნენ, მაგრამ ახლა ფეხბურთი უფრო კომპაქტურია, უნდა ითამაშო უფრო სწორად და ძლიერად.

რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს, მესი შესანიშნავი ფეხბურთელი და ძალიან თავმდაბალი ადამიანია. ჩემთვის ლეოსა და ნეიმართან ერთად თამაში პრივილეგიაა.

მესი თუ რონალდუ? მესი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 50 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.