აგენტი: ”არ არის გასაკვირი, რომ მარკინოსით არაერთი კლუბი ინტერესდება”
მარკინიოსის აგენტმა, მარკო ბერტოლუჩიმ აღიარა, რომ სიმართლეა რამდნეიმე კლუბის ინტერესები, თუმცა ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ ყოფილა.
”ბარსა, სიტი, პსჟ? არ არის გასაკვირი, რომ ჩემი კლიენტით ამდენი კლუბი ინტერესდება, თუმცა ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა. დიახ, მართალია ბოლო დღეებში მე ”ბარსელონაში” ვიმყოფებოდი, თუმცა არა მარკინიოსის თაობაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ მე ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელის წარმომადგენელი ვარ.” - განაცხადა ბერტოლუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ”რომას” ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი მზად არიან ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი ”ბარსელონაში” 25 მილიონ ევროდ გაუშვან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]