მაზინიო: ”ყველაფერს ”ბარსასთან” ერთად გადავწყვიტავთ”

მაზინიო: ”ყველაფერს ”ბარსასთან” ერთად გადავწყვიტავთ”

"ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელის, რაფინიას მომავალი უახლოეს მომავალში ”ბარსას” ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყდება, განაცხადა თავად ფეხბურთელის მამამ, მაზინიომ.

"დიახ მართალია, რომ რაფინიას მიმართ ინტერესს ”სელტას” გარდა ”სევილიაც” და ”ბეტისიც” იჩენენ. კონტაქტი ორივე მათგანთან გვაქვს და ორივე ვარიანტი შესანიშნავია. ძალიან ბევრ კლუბს სურს მისი ხილვა საკუთარ მაისურში, თუმცა ჯერ არაფერი არის გადაწყვეტილი. ყველაფერს ამ საკითხთან დაკავშირებით ”ბარსასთან” ერთად გადავწყვეტთ.” - განაცხადა რაფა ალკანტარას მამამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.