Forbes-ის მიხედვით, ”ბარსელონა” კვლავ მესამეა
გავლენიანმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes, გამოსცა ყველაზე ძვირადღირებული კლუბების რეიტინგი.
წინა რეიტინგთან შედარებით, სამეულში ცვლილებები არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ ”იუნაიტედის” ფასი 35 მილიონით გაიზარდა, ხოლო მადრიდელთ - 135. სამეულს კვლავაც კატალონიის ”ბარსელონა” ხურავს. სიის ტოპ-10 კლუბი კი ასე გამოიყურება:
შეგახსენებთ, რომ რეიტინგი არ არის მხოლოდ საფეხბურთო კლუბებისა, არამედ ზოგადად, მსოფლიო სპორტის.
1. ”რეალ მადრიდი” - 3,3 მილიარდი დოლარი
2. ”მანჩესტერ იუნაიტედი” - 3,165 მილიარდი დოლარი
3. ”ბარსელონა” - 2,6 მილიარდი დოლარი
4. ნიუ იორკ ”იანკისი” - 2,3 მილიარდი დოლარი
5. დალას ”კოვბოისი” - 2,1 მილიარდი დოლარი
6. ”ნიუ ინგლენდ პატრიოტსი” - 1,635 მილარდი დოლარი
7. ლოს ანჯელეს ”დოჯერსი” - 1,615 მილიარდი დოლარი
8. ვაშინგტონ ”რედსკინსი” - 1,6 მილიარდი დოლარი
9. ნიუ იორკ ”ჯიანთსი” - 1,468 მილიარდი დოლარი
10. ”არსენალი” - 1,326 მილიარდი დოლარი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]