Forbes: "ბარსელონა" მეოთხეა

Forbes: "ბარსელონა" მეოთხეა

გავლენიანმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბებისგან შემდგარი ტრადიციული რეიტინგი გამოსცა.

რეიტინგში პირველ ადგილს ისევ მადრიდის "რეალი" იკავებს. რაც შეეხება "ბარსელონას", რომლის ღირებულება 3,16 მილიარდი დოლარია, ის სამეულშიც ვერ მოხვდა. კატალონიური კლუბი რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.

ყველაზე ძვირადღირებული კლუბების პირველი ათეული ასეთია:

1. "რეალი" - 3,26 მილიარდი დოლარი

2-3. "დალას კოვბოისი" (ამერიკული ფეხბურთი) - 3,2 მილიარდი დოლარი

2-3. "ნიუ-იორკ იანკსი" (ბეისბოლი) - 3,2 მილიარდი დოლარი

4. "ბარსელონა" - 3.16 მილიარდი დოლარი

5. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 3,1 მლიარდი დოლარი

6-7. "ლოს-ანჯელეს ლეიკერსი" (კალათბურთი) - 2,6 მილიარდი დოლარი

6-7. "ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსი" (ამერიკული ფეხბურთი) - 2,6 მილიარდი დოლარი

8. "ნიუ-იორკ ნიქსი" (კალათბურთი) - 2,5 მილიარდი დოლარი

9-10. "ლოს-ანჯელეს დოჯერსი" (ბეისბოლი) - 2,4 მილიარდი დოლარი

9-10. "ვაშინგტონ რედსკინსი" (ამერიკული ფეხბურთი) - 2,4 მილიარდი დოლარი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.