აბელარდო: ”ბარსამ” მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკე უნდა დანიშნოს”

აბელარდო: ”ბარსამ” მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკე უნდა დანიშნოს”

”ბარსელონას” ყოფილი მცველი, აბელარდო ფერნანდესი თვლის, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, არა ტატა მარტინო უნდა მოიყვანოს, არამედ ლუის ენრიკე, იტყობინება ესპანური პრესა.

ამ თემაზე ლუის ენრიკესთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა თუ მას კატალონიელთა გაწვრთნის შესაძლებლობა ექნება, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. იგი ”ბარსას” ღირსებას არაერთი სეზონი იცავდა და მან ბარსა ბ”-ში უკვე გამოაჩინა თუ რა შეუძლია მთავარი მწვრთნელის პოსტზე.” - განაცხადა აბელარდომ. 

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს ”სელტასთან” კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და თუ ”ბარსელონას” მისი გადმობირება სურს, მაშინ მათ ჯარიმის სახით 3 მილიონის გადახდა მოუწევთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.