აბელარდო: "ბარსელონა" ლუის ენრიკესთან ერთად ტიტულებს მოიგებს"

აბელარდო: "ბარსელონა" ლუის ენრიკესთან ერთად ტიტულებს მოიგებს"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მცველი და ხიხონის "სპორტინგის" ამჟამინდელი მწვრთნელი, აბელარდო ფერნანდესი კატალონიელთა დამრიგებელს აქებს და მის წარმატებაში ეჭვიც არ ეპარება. 

"ლუის ენრიკეს შესანიშნავი მეთოდები გააჩნია და საქმეს იდეალურად ართმევს თავს. გუნდი ყოველ მატჩში უკეთ გამოიყურება და სეზონს ტიტულებით დაასრულებს. მე საკმარისად ხშირი კონტაქტი მაკვს ლუის ენრიკესთან და ის კმაყოფილია თავისი პოსტით "ბარსელონაში". - განაცხადა, აბელარდომ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ცხრილში "ბარსელონა" 56 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, კატალონიელები მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან "რეალს". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.