აბიდალმა ალვესს მეგობრული ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა

აბიდალმა ალვესს მეგობრული ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა

"ბარსელონას" ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ერიკ აბიდალმა მადლობა გადაუხადა მის ყოფილ თანაგუნდელს, დანიელ ალვესს მეგობრული ჟესტისთვის. როგორც ყველამ კარგად იცით აქამდე ბრაზილიელი მცველი 2 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, ხოლო როდესაც გუნდი აბიდალმა დატოვა, ალვესმა მის საპატივცემულოდ 22 ნომრიანი მაისური აიღო. მისი ძველი ნომრით კი ამიერიდან მარტინ მონტოია იასპარეზებს.

"დანი დიდი მადლობა ამ ჟესტისთვის. შენ ხარ მეტი, ვიდრე მეგობარი. წარმატებებს გისურვებ შენი ახალი მაისურით". - განაცხადა ერიკმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მცველმა "ბარსელონა" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ხოლო გარკვეული დროისა და მოლაპარაკებების შემდეგ მან ფრანგულ "მონაკოს" მიაშურა, სადაც ფეხბურთელმა ერთ წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.