აბიდალი: "ალვესს ჩემი დონორობა სურდა"
"ბარსელონას" ყოფილმა ფრანგმა მცველმა, ერიკ აბიდალმა ისაუბრა მისი და დანი ალვესის ურთიერთობაზე. როგორც ერიკი აცხადებს მისი და დანის ურთიერთობა, მხოლოდ მეგობრობა არ გახლავთ და ეს გაცილებით მეტია. "ურთიერთობა ალვესთან - ეს არ არის მხოლოდ მეგობრობა. ის საოცარი ადამიანია. როდესაც მე ოპერაცია დამჭირდა, მან დონორობა შემომთავაზა, იგი საკუთარი ღვიძლის ნაწილს მაძლევდა."
"ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემთვის "ბარსელონაში" იყო, როდესაც კარლეს პუიოლმა კაპიტნის სამკლაური მომცა და ჩემპიონთა თასი მე აღვმართე". - ციტირებეს აბიდალის სიტყვებს Catalunya Radio. შეგახსენებთ, რომ დანი ალვესმა ამ სეზონში მისი მეგობრის, აბიდალის საპატივცემულოდ 22 ნომრიანი მაისური მოირგო, რომლითაც მანამდე სწორედ ერიკი ასპარეზობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]