ნეიმარი გუნდთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა

ნეიმარი გუნდთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა

კატალონიის ''ბარსელონას'' ახალწვეული გუნდს გუშინ შეუერთდა და დღეს პოლონეთში გაყვა. გუნდისთვის ეს თამაში რიგით მესამე გამოდგება ამ სეზონში. შეგახსენებთ, რომ გასულ შეხვედრებში ''ბარსა'', მიუნხენში დამარცხდა 2-0 ''ბაიერნთან''. ხოლო ნორვეგიაში ფეხბურთელებმა დამაჯერებელი გამრჯვება მოიპოვეს. მათ ''ვალერენგას'' შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს.

გუნდი ადგილობრივი დროით 9:30 წუთზე იყო აეროპორტში. სავარაუდოდ 12:30 წუთზე ისინი პოლონეთში ჩაფრინდებიან. ჩასვლის შემდეგ დაგეგმილია პრეს–კონფერენცია 13:30 წუთზე, სადაც ჟურნალისტების წინაშე ალექსის სანჩესი და ალექს სონგი წარსდგებიან.

მარტინოს განკარგულებაში 24 ფეხბურთელია. მოგეხსენებათ, რომ კონფედერაციის თასიდან უკვე დაბრუნდნენ ფეხბურთელები. გუნდთან ერთად ასევე გაემგზავრნენ სანდრო როსელი, ანდონი სუბისარეტა და ჟოზეპ-მარია ბართომეუ. თამაში დღეს ''ლეხიას'' წინააღმდეგ თბილისის დროით 22:45 დაიწყება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.