ამარილია: "მარტინომ აუცილებლად მოგებით უნდა დაიწყოს"
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი რაულ ამარილია მიიჩნევს, რომ კლუბის მხრიდან პარაგვაის ყოფილი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს დანიშვნა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.
"ტატა მარტინომ გამარჯვებებით უნდა დაიწყოს, რადგან სხვა შემთხვევაში მას ძალიან გაუჭირდება. გულშემატკივრები ტატას არ იცნობენ, რაც მისთვის დამატებითი წნეხია".
რაულ ამარილია "ბარსელონაში" სამი წლის განმავლობაში 1985 წლიდან 1988 წლამდე ირიცხებოდა. ფეხბურთელს სჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხერარდოს სამხრეთ ამერიკის გარდა არასად უმუშავია ეს მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო.
"არ მიკვირს, რომ "ბარსელონამ" სწორედ ხერარდო აირჩია მთავარ მწვრთნელად, ის ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესოა" - განაცხადა 53 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა "Esports en Xarxa"-სთან საუბრისას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]