სავარჯიშო სესია 30/07/2013

სავარჯიშო სესია 30/07/2013

კონფედერაციის თასის მონაწილე ფეხბურთელებმა სამშაბათ დილით მიმდინარე პრესეზონის რიგით მეორე ვარჯიში გამართეს. ორშაბათის სამედიცინო შემოწმებისა და საღამოს ვარჯიშის შემდეგ ისინი დღესაც აგრძელებენ მზადებას მომავალი სეზონისთვის.

ვალდესი, ალვესი, ალბა, პიკე, ბუსკეტსი, სესკი, ჩავი პედრო და ინიესტა -  მათ ვარჯიში დილის ცხრა საათზე დაიწყეს "სიუტატ ესპორტივას" სავარჯიშო მოედანზე. მათთან ერთად ვარჯიშობდა ხავიერ მასკერანოც, რომელმაც წინა ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თანაგუნდელებს პოლონეთში არ გაჰყვა. ფეხბურთელებს ტატა მარტინომ უხელმძღვანელა. 

ზემოთ აღნიშნული ყველა ფეხბურთელი დღეს სამაღმოს ვარჯიშსაც დაეწსრება, რომელიც 19:00 საათზე გაიმართება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.