სანჩესისა და სონგის პრესკონფერენცია
ალექსის სანჩესმა და ალექს სონგმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართეს. აეროპორტში ფეხბურთელებს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დახვდა, რაზეც ჩილელმა განაცხადა: "ძალიან ბედნიერები ვართ რადგან არაჩვეულებრივი დახვედრა მოგვიწყვეს... "ლეხიასთან" მატჩი ჩვენი ფიზიკური მიმზადებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
ალექსის სანჩესმა გუნდში ახალწვეულ ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმარზეც ისაუბრა, რომელმაც გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა. "გუნდი ძალიან მოხარულია მისი ჩამოსვლით. მას თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა აქვს. ის დიდი დანამატია იმ გუნდისთვის, რომელიც ყველა შესაძლო თასის მოგებისთვის იბრძოლებს".
კომენატრი ალექს სონგმაც გააკეთა: "სამწუხაროა, რომ ტიტო ჩვენთან არ არის. ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მიუხედავად მისი არყოფნისა ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება." შეგახსენებთ, რომ "ლეხიას" წინააღმდეგ მატჩი სწორედ ტიტო ვილანოვას მიზეზით გადაიდო. "მატჩის ჩასატარებელ განწყობაზე ნამდვილად არ ვიყავით, რამდენიმე დღე გავიდა და ჩვენ აუცილებლად წინსვლა უნდა განვაგრძოთ" - განაცხადა კამერუნელმა.
ალექსისმა პრესკონფერენციაზე უარყო ჭორები და განაცხადა, რომ ის კლუბის დატოვებას არ აპირებს. "კლუბის წარმომადგენლება მითხრეს, რომ მე მათ ვჭირდებოდი, ამიტომ არსად წავალ და ყველანაირად დავეხმარები გუნდს". ალექს სონგმა კი განაცხადა: "ვფიქრობ ფაბრეგასს "ბარსაში" დარჩენა სურს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]