ალექსის სანჩესის პრესკონფერენცია

ალექსის სანჩესის პრესკონფერენცია

ორშაბათის სავარჯიშო სესიის შემდეგ ალექსის სანჩესმა პრესკონფერენცია გამართა. ალექსისმა ისაუბრა ვალიადოლიდში განცდილ მარცხზე და თუ როგორ იმოქმედებს გუნდის იმედებზე სეზონის დარჩენილ ნაწილში. "ეს იყო უცნაური თამაში, მაგრამ ჩვენ ეს უკან უნდა დავტოვოთ და არ ვიგრძნოთ საკუთარი თავი ცუდად. ჩვენ უნდა ვიყოთ პოზიტიურები, რადგან გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩი." ალექსისმა განაცხადა, რომ მარტინომ ნათლად მიგვანიშნა ფეხბურთელები: "დავივიწყოთ "ვალიადოლიდთან" მატჩი და ვიფიქროთ "სიტიზე".

ჩილელი თავდამსხმელი, რომელიც "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მატჩში მოედანზე მეორე ნახევარში გავიდა, მიიჩნევს, რომ ახლა ერთიანობად ყოფნის დროა: "ჩვენ ყველა ვართ "ბარსას" ნაწილი და გვაქვს ერთნაირი მიზნები. ლა ლიგა დაკარგული არაა, ისევე როგორც მაშინ, როდესაც ზედა პოზიციებს ვიკავებდით და ხალხი იძახდა, რომ ეს უკვე მოგებული გვაქვს. ჩვენ ვიბრძვით ყველა ტიტულისთვის. მინდა გამარჯვება, ისევე როგორც ყველა ჩემს თანაგუნდელს - ჩვენ გვინდა ყველაფრის მოგება, ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი. არ ვიცი ვინმე გუნდში, ვისაც ეს არ სურს."

ბოლოს, ალექსის სანჩესმა აღნიშნა, რომ როგორც გვარდიოლა, მარტინო "არის მწვრთნელი, რომელიც ნამდვილად მოტივირებულს ხდის ფეხბურთელს." მიუხედავად "სიტის" მარცხისა პირველ მატჩში, ალექსისმა თქვა, რომ "ყოველი გუნდი არის ყოველთვის ნამდვილად დამატებით მოტივირებული "ბარსას" წინააღმდეგ თამაშისთვის."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.