პედრო როდრიგესის პრესკონფერენცია

პედრო როდრიგესის პრესკონფერენცია

დღეს საღამოს "ბარსელონას" ესპანელმა თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა პრესკონფერენცია გამართა. ფეხბურთელმა გუნდში ნეიმარის გადმოსვლაზე ისაუბრა: "ნეიმარი გუნდს ბევრ დადებითს შესძენს. მიუხედავად იმისა, რომ თავასხმაში ყოველ წელს ძალიან დიდი კონკურენციაა, ნეიმარის გადმოსვლა მაინც მახარებს. ის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა."

ფეხბურთელმა ლა ლიგის ახალი სეზონის დასაწყისზეც ისაუბრა: "გვინდა, რომ ლიგა მოგებებით დავიწყოთ, თუმცა ვიცით რომ საკმაოდ რთული მატჩები გველის. ამჟამად გუნდი სრულ მზადყოფნაშია. ასევე ძალიან გვსურს ესპანეთის სუპერ თასის მოგება." ფეხბურთელმა ასევე დასძინა, რომ გუნდი ყველა შეჯიბრზე თავდაჯერებული გავა და ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად. "არაჩვეულებრივი შემადგენლობა გვყავს. ვიმედოვნებთ, რომ თამაშის ხარისხს დღითიდღე გავაუმჯობესებთ და წარმატებასაც მივაღწევთ."

პედრომ ასევე აღნიშნა, რომ ნეიმარი ამ სეზონზე მისი ერთადერთი კონკურენტი არ იქნება: "გუნდში თავდასხმაში თამაში ბევრს შეუძლია, ამ პოზიციაზე ნამდვილად დიდი კონკურენციაა: ნეიმარი, ინიესტა, ფაბრეგასი, ალექსისი, ტელიო ... ჩვენ ყველამ ბევრი უნდა ვივარჯიშოთ, გადაწყვეტილებას კი მხოლოდ მწვრთნელი მიიღებს."

ბოლოს კი პედრომ აღნიშნა, რომ "რეალ მადრიდი" მიმდინარე სეზონს საკმაოდ გაძლიერებული შემადგენლობით დაიწყებს და ის კვლავ "ბარსას" მთავარი მეტოქე იქნება: "მადრიდი" შესანიშნავი კლუბია, მათ წელს ახალგაზრდა და პერპექტიული ფეხბურთელები დაიმატეს." – განაცხადა 26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=pLqT8txUUsU]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.