პედროს პრესკონფერენცია

პედროს პრესკონფერენცია

დღეს, ორშაბათს, პედრო როდრიგესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა "ბარსას" ბოლოდროინდელ წარმატებაზე ჩემპიონატში. ლუის ენრიკეს გუნდში თავდამსხმელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ, მიმდინარე სეზონში, მას ჯერ კიდევ არ გაუტანია გოლი. თუმცა, ეს ესპანელს არ აწუხებს: "მე უნდა გავიტანო, მაგრამ კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და დარწმნებული ვარ, რომ გატანის დრო მოვა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდი კარგად მუშაობს."

პედრომ, ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ რას სთხოვს მწვრთნელი თავდამსხმელებს: "იდეა იგივეა. ალბათ, ჩვენ უნდა შევეცადოთ საკუთარ საჯარიმოსთან უფრო ახლოს თამაშს და არ ვითამაშოთ ფართოდ, როგორც ადრე... ჩვენ თავს კომფორტულად ვგრძნობთ. გარდა ამისა, თავდამსხმელები - პირველები, რომლებიც ვიწყებთ დაცვას და ჯერჯერობით, არ გაგვიშვია არცერთი გოლი. მწვრთნელი გვთხოვს უფრო მაღალ პრესინგს, ბურთის დაჭერას და ჩვენი კონტროლის ქვეშ მოქცევას. ჩვენ ამას შესანიშნავად ვართმევთ თავს და გუნდები ვერ ქმნიან ბევრ მომენტს ჩვენს წინააღმდეგ."

შეტევის ხაზში დიდი კონკურენციაა. პედრო ამაში ბევრ კარგ რამეს ხედავს: "მე მინდა მუშაობა. ძირითადში ადგილისთვის კონკურენციას ვუწევ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელებს და მოედანზე გასვლა ყოველთვის რთულია. რასაც მუნირი და სანდრო აკეთებენ, ჩვენთვის, ყველასთვის მოტივაციაა. მათ სურთ კარგად მუშაობა გუნდისთვის. ჯერ არ დაბრუნებულა სუარესი. ყველაფერი უკეთესია, როდესაც ყველა სისტემაშია."

ჩემპიონთა ლიგა

პრესკონფერენციაზე პედრომ რამდენიმე სიტყვა თქვა ჩემპიონთა ლიგაზეც. მისი პირველი მეტოქე "აპოელი" იქნება: "ეს ძალიან მიმზიდველი ტურნირია. ჩვენ ვითამაშებთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში. დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში იქნება."

"ყოველ წელს ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ გავიდეთ ჩემპიონატის ფინალში. გასულ წელს, "ატლეტიკოსთან" მარცხი სირცხვილი იყო. ჩვენ ტიტულის მოგება გვინდა, მაგრამ ეს რთულია, განსაკუთრებით პლეი-ოფის სტადიაზე." - აცხადებს პედრო.

დემონსტრაცია

11 სექტემბერს, ბარსელონას ქუჩებში მასობრივ დემონსტრაციაზე, პედრომ განაცხადა: "მე ქუჩებში ბევრი ხალხი დავინახე. ცოტა რამ მესიმს პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.