ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს
დღეს, ესპანეთის სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" ფრედ თამაშის შემდეგ (1:1), მთავარმა გუნდმა მორიგი ვარჯიში გამართა. ვარჯიში დაიწყო დაახლოებით 13:00-ზე. "ვისენტე კალდერონზე" ჩატარებული მატჩის საწყისი შემადგენლობის ფეხბურთელები აღდგენით სავარჯიშოებს ასრულებდნენ. დანარჩენები კი ნორმალურ რეჟიმში ვარჯიშობდნენ.
ხერარდო მარტინო დღეს დილით იმათთან ერთადაც მუშაობდა, ვინც არ იყო შეყვანილი წინა თამაშის განაცხადში. ესენი არიან სერხი რობერტო, ადრიანო და ოიერ ოლასაბალი. ლეო მესი, თავის მხრივ, არ ვარჯიშობდა თანაგუნდელებთან ერთად. ამის ნაცვლად არგენტინელმა სხვადასხვა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლებიც აუცილებელი იყო მისი ტრავმის აღდგენის შედარებით ზუსტი ვადის განსაზღვრისთვის.
შეგახენებთ, რომ მედგამოკვლევამ მესის მარცხენა ბარძაყის ინტრამუსკულარული (შიგაკუნთოვანი) ჰემატომა აღმოუჩინა. მისი მონაწილეობა "მალაგასთან" მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=GGG72ZT5HTU]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]