მესი ნაკრებში გამოიძახეს
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელიამ გუნდში ის ფეხბურთელები გამოიძახა, რომლებიც 10 სექტემბერს პარაგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ითამაშებენ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შემადგენლობაში მოხვდა, ლიონელ მესი, რომელმაც თავის უკანასკნელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.
არგენტინის ნაკრების განაცხადი კი ასეთია:
- მეკარეები: რომერო, ანდუჰარი, უსტარი
- მცველები: კამპანიარო, როხო, საბალეტა, კოლოჩინი, ანსალდი, ბასანტა
- ნახევარმცველები: ბანეგა, ფერნანდესი, ალვარესი, ლამელა, ბილია
- თავდამსხმელები: მესი, აგუერო, დი მარია, პალასიო, ლავესი
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]