მესი და მასკერანო არგენტინის ნაკრების განაცხადში

მესი და მასკერანო არგენტინის ნაკრების განაცხადში

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელიამ დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომლებიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, გაემგზავრებიან ეროვნული ნაკრების უდავო ლიდერები, "ბარსელონას" ფეხბურთელები, ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო.

ამრიგად, მესი და მასკერანო შეუერთდნენ "ბარსელონას" 11 ფეხბურთელს, რომლებიც უკვე მოხვედრილები არიან თავიაანთი ნაკრებების განაცხადში და ბრაზილიაში გაემგზავრებიან. ესენი არიან: ბრაზილიელები (ნეიმარი და ალვესი), ესპანელები (პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, ინიესტა და პედრო), ჩილელი (ალექსისი) და კამერუნელი (ალექს სონგი).

არგენტინის სრული განაცხადი ასეთია: რომერო, ანდუხარი, ორიონი, საბალეტა, გარაი, ფერნანდესი, როხო, დემიკელისი, კამპანიარო, ბასანტა, მასკერანო, გაგო, ბილია, ფერნანდესი, პერესი, ალვარესი, როდრიგესი, დი მარია, მესი, აგუერო, იგუაინი, პალასიო და ლავეცი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.