გუნდი ვალენსიაში ჩავისა და ალექსისის გარეშე ჩავა
კვირას, პირველ სექტემბერს 23:00 საათზე "ბარსელონა" ვალენსიაში ლა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას გამართავს. ტატა მარტინომ უკვე დაასახელა ის 19 ფეხბურთელი, რომელიც ვალენსიაში გაემგზავრება. დასახელებულთა შორის არ აღმოჩნდნენ ჩავი, ალექსის სანჩესი და ოიერი. რაც შეეხება ტრავმირებულებს, მესიმ და ადრიანომ კლუბის ექიმებისგან კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღეს.
დღეს ტატა მარტინომ ვალენსიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშს უხელმძღვანელა. ძირითადი გუნდის წევრებთან ერთად ჩაატარა სავარჯიშო სესია ჩავი კინტილმაც. "სიუტატ ესპორტივაზე" ივარჯიშეს მესიმ და ადრიანომაც.
ვალენსიაში გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სრული სია:
ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პედრო, ინიესტა, მესი, ნეიმარი, დოს სანტოსი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, ადრიანო, ტელიო, სერხი რობერტო, დანი ალვესი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]